Thursday, January 31, 2013

ჯანო ანანიძე


2009 წლიდან ჯანო პარტაკის ახალგაზრდული გუნდების ღირსებას იცავს. მისი დებიუტი ამ ასაკობრივ ჯგუფში 2009 წლის 14 მარტს შედგა, ზენიტის წინააღმდეგ. იმავე წლის 4 აპრილს, ნალჩიკის სპარტაკთან შეხვედრაში ჯანომ პირველი გოლის გატანაც მოახერხა.
აფხულამდე ანანიძემ თავი კიდევ 3-ჯერ გამოიაჩინა, შედეგად, ოსკოვის სპარტაკის მთავარმა მწვრთნელმა, ვალერი კარპინმა ფეხბურთელს სეზონისწინა მოსამზადებელ ეტაპზე უხმო.  ქართველმა ფეხბურთელმა რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ჩინებული შთაბეჭდილებაც დატოვა. სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპის გავლის შემდეგ, ანანიძე კლუბის სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად დუბლშემადგენლობას დაუბრუნდა, თუმცა მთავარ გუნდში გადმოყვანის პერსპექტივით.
მთავარ გუნდში ჯანოს დებიუტი 2009 წლის 15 ივლისს შედგა, კრასნოდარის წინააღმდეგ. მატჩი რუსეთის თასის ეგიდით გაიმართა. ქართველმა მოთამაშემ სადებიუტო შეხვედრაში შესანიშნავი გოლის გატანაც მოახერხა.
3 დღის შემდეგ, ანანიძე სპარტაკის დუბლებს შესანიშანვი გოლით დაუბრუნდა, გაიტანა რა გენიალური გოლი კრილიას წინააღმდეგ.

2009 წლის 1 აგვისტოს, ჯანოს დებიუტი ჰქონდა რუსულ პრემიერლიგაში, კრასნოდარის ყუბანის წინააღმდეგ. ის მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა. 30 აგვისტოს კი, ანანიძემ უკვე ტურის და საერთოდ, ჩემპიონატის ცენტრალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ყაზანის რუბინის წინააღდმეგ, ის 46-ე წუთიდან გამოჩნდა მინდორზე და მიუხედავად მარცხისა, თავისი გუნდის რიგებში საუკეთესო გახლდათ. 13 სექტემბერს შედგა ანანიძის დებიუტი სპარტაკის მთავარი გუნდის ძირითად შემადგენლობაში, - მოსკოვის დინამოს წინააღმდეგ, მან შეხვედრა სრულად ჩაატარა და საკმაოდ მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. 


Wednesday, January 30, 2013

შოთა არველაძე

თავდაპირველად არველაძემ სახელი გაითქვა თბილისის დინამოში. არველაძემ დინამოსთან ერთად ხუთჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი და ოთხჯერ საქართველოს თასი. შემდეგ თამაშობდა ტრაპზონსპორში, აიაქსში, გლაზგოს რეინჯერსში და ალკმაარში. „დინამოში", „ტრაბზონსპორსა" და „აიაქსში" არველაძე ერთხელ მაინც გახდა კლუბის საუკეთესო ბომბარდირი. 1995-96 წლების სეზონში ის გახდა თურქეთის უმაღლესი ლიგის ბომბარდირი. არველაძე მეორე არათურქი ფეხბურთელი იყო, ვინც ეს ტიტული მოიპოვა.
შოთა არველაძე მეხუთეა ევროპაში უეფას თასის ყველა დროის ბომბარდირთა შორის.


გთავაზობთ მის მიერ გატანილ გოლებს ალკმაარის შემადგენლობაში




















წყარო

თემურ ქეცბაია


თემურ ქეცბაია (დ.18 მარტი, 1968, გალი) — ქართველი ფეხბურთელი, 1990-იანი წლების საქართველოს ეროვნული ნაკრების წამყვანი მოთამაშე, მისი ამჟამინდელი მწვრთნელი.
საფეხბურთო კარიერა სოხუმის დინამოში დაიწყო. 1987 წელს პერსპექტიული ნახევარმცველი ქართული ფეხბურთის ფლაგმან თბილისის დინამოში გადავიდა. 1992 წელს კვიპროსულ კლუბში (ფამაგუსტას "ანორთოსისი") გადადის, 1994 წელს კი – საბერძნეტში, ათენის "AEK"–ში ირიცხება, რომლის შემდგენლობაშიც საბერძნეთის ჩემპიონი და ფანების კერპი ხდება.
1997 წელს ქეცბაიას წარმატებული თამაში       საბერძნეთსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ინგლისური "ნიუკასლის" სელექციონერებისთვის შეუმჩენეველი არ დარჩა და თემური, როგორც    თავისუფალი აგენტი, ჩრდილოინგლისური კლუბის წევრი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ფანების ფავორიტი იყო და მისმა გოლმა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა, კლუბი მას იშვიათად იყენებდა, განსაკუთრებით კი რუუდ გულიტის მწვრთნელობის დროს. 2000წელს ქეცბაიას სენტ-ჯეიმსის პარკის დატოვება მოუხდა და ქვედალიგელ "ვულვერჰემპტონთან" £900,000-ად აფორმებს კონტრაქტს, თუმცა აქაც დიდხანს ვერ ჩერდება და 2001 წელს შოტლანდიური "დანდის" წევრი ხდება. 2002 წლის ზაფხულს "ანორთოსისში" ბრუნდება მოთამაშე-მწვრთნელად, რომელიც 2008-2009 წლების სეზონში გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. 2009 წელს ქეცბაია პირეოსის "ოლიმპიაკოსის" მთავარი მწვრთნელი ხდება, თუმცა მხოლოდ 4 თვით.
2010 წლის 1 იანვრიდან თემურ ქეცბაია საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია.


წყარო