ბავშვთა ფეხბურთი


       რამოდენიმე წლის წინ, როცა არანაირი პირობები არ ქონდათ ბავშვებს, რომ ფეხბურთი ეთამაშათ, ისინი გარკვეული დროის შემდეგ თამაშს თავს ანებებდნენ ამ საქმეს.. ამის მიზეზად კი მხოლოდ და მხოლოდ არასაკმარისი პირობები სახელდებოდა. იმ პერიოდში ვერანაირ წარმატებას ვერ აღწევდა საქართველოს ვერცერთი ასაკობრივი ნაკრები. მაგრამ გავიდა დრო და ყველანაირი პირობები შეუქმნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქართველ ახალგაზრდებს, რომ თავი კარგად წარმოეჩინათ და თავიანთი ნიჭის ხარჯზე, გარკვეულ წარმატებისთვის მიეღწიათ.
       დადგა დღე, როცა საქართველოს 17 წლამდელდა ნაკრებმა უკან ჩამოიტოვა ისეთი ნაკრებები, როგორებიც არიან ინგლისი, უკრაინა და ესპანეთი და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე გავიდა.

       საქართველოს ნაკრებს ყველა აუტსაიდერად და იოლად დასამარცხებელ მეტოქედ მიიჩნევდა, მაგრამ ჩვენმა ნაკრებმა ყველა პროგნოზი თავდაყირა დააყენა და ნახევარ ფინალში გააღწია. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი განსაკუთრებული მღელვარებით გამოირჩეოდა. უზარმაზარი უპირატესობის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში გოლის გატანა ვერ შეძლო. მეორე ტაიმის მიწურულს კი, შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელების უშუალო მონაწილეობით, დავით დარციმელიამ გამარჯვებისა და ნახევარფინალის საგზურის მომტანი ერთადერთი გოლი გაიტანა და ამით, თანამედროვე ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალი, უმნიშვნელოვანესი ფურცელი ჩაწერა.
საგოლე შეტევა ცენტრიდან მათე ცინცაძემ წამოიწყო და საჯარიმოს სიახლოვეს ნიკოლოზ ახვლედიანი მოძებნა, რომელმაც ისლანდიელ მცველთან ჭიდილში, ერთი შეხებით ულამაზესი პასი გააკეთა; შეტევაში ჩართულ გიგა სამხარაძეს ხელს უკვე არავინ უშლიდა, რომ ზუსტი გადაცემა გაეკეთებინა. ქართველმა მცველმა ბურთი დაბალი ტრაექტორიით საჯარიმოში გადაგზავნა, სადაც ორ მცველს შორის მდგარმა გიორგი აბურჯანიამ მახვილგონივრულად გაატარა; კართან პირისპირ დარჩენილმა დარციმელიამ კი, წვივით ბურთს მიმართულება შეუცვალა და... დანარჩენი ქართველმა გულშემატკივარმაც იხილა.
          ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 17-წლამდე ნაკრების წინსვლა ნახევარფინალში შეწყდა... ვასილ მაისურაძის გუნდი ტურნირის შარშანდელ ჩემპიონთან - ჰოლანდიის გუნდთან უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა.
          მატჩის მე-16 წუთზე, რუმინელი არბიტრის „წყალობით“ საქართველოს ნაკრები კაცნაკლული დარჩა - მარიუშ ავრამმა ჩვენს კაპიტანს წუთის განმავლობაში ორი ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. შედეგად, პატარა „ჯვაროსნებმა“ თითქმის მთელი მატჩი 10-კაციანი შემადგენლობით ჩაატარეს და ვაჟკაცურადაც უმკლავდებოდნენ მეტოქის უფერულ და უფანტაზიო შეტევებს. რამდენჯერმე ჩვენმა გოლკიპერმა - ალექსანდრე ადამიამ გვიხსნა, ძელსაც მოხვდა ბურთი... მატჩის უკანასკნელ წუთზე კი, როცა ფსიქოლოგიურად ყველა პენალტების სერიისთვის ემზადებოდა, დასანანი ბურთი გავუშვით. ჩვენმა ბიჭებმა მიძალება კი სცადეს, თუმცა, უკანმოუხედავად შეტევაში წასულები, „ნარინჯისფერებმა“ კონტრშეტევაზე დაგვიჭირეს და მეორე ბურთიც გაგვიტანეს.

          მაშასადამე ქართული ფეხბურთი ნელნელა წინ მიიწევს, იმედია ყველაფერი სწრაფი ტემპით განვითარდება და მალე ისეთ ნაკრებს ვიხილავთ, რომელიც მეტი თუ არა, არც არაფრით ჩამოუვარდება ევროპულ წამყვან გუნდებს.

No comments:

Post a Comment