ჯანო ანანიძე
2009 წლიდან ჯანო სპარტაკის ახალგაზრდული გუნდების ღირსებას იცავს. მისი დებიუტი ამ ასაკობრივ ჯგუფში 2009 წლის 14 მარტს შედგა, ზენიტის წინააღმდეგ. იმავე წლის 4 აპრილს, ნალჩიკის სპარტაკთან შეხვედრაში ჯანომ პირველი გოლის გატანაც მოახერხა.
ზაფხულამდე ანანიძემ თავი კიდევ 3-ჯერ გამოიაჩინა, შედეგად, მოსკოვის სპარტაკის მთავარმა მწვრთნელმა, ვალერი კარპინმა ფეხბურთელს სეზონისწინა მოსამზადებელ ეტაპზე უხმო. ქართველმა ფეხბურთელმა რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ჩინებული შთაბეჭდილებაც დატოვა. სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპის გავლის შემდეგ, ანანიძე კლუბის სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად დუბლშემადგენლობას დაუბრუნდა, თუმცა მთავარ გუნდში გადმოყვანის პერსპექტივით.
მთავარ გუნდში ჯანოს დებიუტი 2009 წლის 15 ივლისს შედგა, კრასნოდარის წინააღმდეგ. მატჩი რუსეთის თასის ეგიდით გაიმართა. ქართველმა მოთამაშემ სადებიუტო შეხვედრაში შესანიშნავი გოლის გატანაც მოახერხა.
3 დღის შემდეგ, ანანიძე სპარტაკის დუბლებს შესანიშანვი გოლით დაუბრუნდა, გაიტანა რა გენიალური გოლი კრილიას წინააღმდეგ.
2009 წლის 1 აგვისტოს, ჯანოს დებიუტი ჰქონდა რუსულ პრემიერლიგაში, კრასნოდარის ყუბანის წინააღმდეგ. ის მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა. 30 აგვისტოს კი, ანანიძემ უკვე ტურის და საერთოდ, ჩემპიონატის ცენტრალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ყაზანის რუბინის წინააღდმეგ, ის 46-ე წუთიდან გამოჩნდა მინდორზე და მიუხედავად მარცხისა, თავისი გუნდის რიგებში საუკეთესო გახლდათ. 13 სექტემბერს შედგა ანანიძის დებიუტი სპარტაკის მთავარი გუნდის ძირითად შემადგენლობაში, - მოსკოვის დინამოს წინააღმდეგ, მან შეხვედრა სრულად ჩაატარა და საკმაოდ მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.
No comments:
Post a Comment