ქართველები უცხოეთში

კახა კალაძე


კახა კალაძე 2001 წელს გახდა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი, „მილანმა“ მის ტრანსფერში კიევის „დინამოს“ 16 მილიონი ევრო გადაუხადა. თავდაპირველად კალაძე სხვადასხვა პოზიციებზე ისინჯებოდა და იააპ სტამისა და კაფუს ადგილებზეც ჩნდებოდა. 2002-2003 წლების სეზონში „მილანის“ შემადგენლობაში 46 მატჩი ჩაატარა, მათ შორის 27 სერია A–ში. ამ წელს „მილანმა“ მოიგო იტალიის თასი და უეფას ჩემპიონთა ლიგა. ფინალში, პენალტების სერიაში, კალაძემ გააფუჭა პენალტი. კალაძე გახდა პირველი და ჯერ–ჯერობით ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
2006 წლის 4 სექტემბერს კახა კალაძემ „მილანთან“ 2011 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი. 2005-2006 წლების სეზონში პაოლო მალდინის ტრავმის გამო კალაძემ თავის საყვარელ ადგილას, დაცვის ცენტრში გადაიწია. ეს სეზონი „მილანმა“ იტალიის ჩემპიონატში მესამე ადგილზე დაასრულა.
2006-2007 წლების სეზონში კახამ ,,სამპდორიას" კარში გოლი გაიტანა. ეს იყო მისი ერთადერთი გოლი სეზონში. რვაქულიანი დანაკლისის მიუხედავად მილანმა იტალიის ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა. 2007 წლის 23 მაისს უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში ,,ლივერპულის" 2–1 ძლევის შემდეგ კალაძემ მეორედ მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი. იგი შეცვლაზე 79–ე წუთზე შევიდა.
2007 წლის დეკემბერში კალაძემ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო, დაამარცხა რა არგენტინული ბოკა ხუნიორსი 4–2.

შოთა არველაძე

თავდაპირველად არველაძემ სახელი გაითქვა თბილისის დინამოში. არველაძემ დინამოსთან ერთად ხუთჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი და ოთხჯერ საქართველოს თასი. შემდეგ თამაშობდა ტრაპზონსპორში, აიაქსში, გლაზგოს რეინჯერსში და ალკმაარში. „დინამოში", „ტრაბზონსპორსა" და „აიაქსში" არველაძე ერთხელ მაინც გახდა კლუბის საუკეთესო ბომბარდირი. 1995-96 წლების სეზონში ის გახდა თურქეთის უმაღლესი ლიგის ბომბარდირი. არველაძე მეორე არათურქი ფეხბურთელი იყო, ვინც ეს ტიტული მოიპოვა.
შოთა არველაძე მეხუთეა ევროპაში უეფას თასის ყველა დროის ბომბარდირთა შორის.

ლევან კობიაშვილი

ლევანი ექვსი წლის ასაკიდან დაკავებულია ფეხბურთით. სწორედ ამ ასაკში შეიყვანეს მშობლებმა სპორტ-სკოლა „ავაზაში“, სადაც იგი თამაშობდა 1983-1994 წლამდე. სწორედ 1994 წელს კობიაშვილი ჩაირიცხა რუსთავის ,,გორდას“ რიგებში, სადაც ჩაატარა კარიერაში პირველი ოფიციალური მატჩი. 1995 წელს გადავიდა თბილისის „დინამოში“.„დინამოში“ გატარებული ორი სეზონის შემდეგ კობიაშვილი რუსეთის პრემიერლიგის კლუბ ვლადიკავკაზის „ალანიაში“ გადავიდა, სადც ერთადერთი სეზონი გაატრა დალევან ცქიტიშვილთანალექსანდრე იაშვილთან და გიორგი კიკნაძესთან ერთად გერმანიის პირველი ბუნდესლიგის კლუბ „ფრაიბურგში“ გააგრძელა კარიერა. გერმანულ კლუბში კობიაშვილმა 5 სეზონი გაატარა.2003–09 წლებში ლევან კობიაშვილი გელზენკირხენის „შალკე 04-ში“ გამოდიოდა. კობიაშვილმა მონაწილეობა მიიღო 2005-2006 წლის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, სადაც ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთ მატჩში პსვ ეინდჰოვენს სამი გოლი გაუტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მისი თამაშის გამო ლევანს გერმანიაში მეტსახელად „მისტერ საიმედოობასაც“ უწოდებდნენ.
2009 წლიდან კობიაშვილი ბერლინის „ჰერტაში“ გამოდის.


ზურაბ ხიზანიშვილი

ზურაბ ხიზანიშვილმა საფეხბურთო კარიერა 18 წლის ასაკში,დინამო თბილისში დაიწყო,სადაც მამამისმა ნოდარ ხიზანიშვილმა დინამოს ძლიერების ზენიტის წლები გაატარა.დინამოში ზურამ ერთი სეზონი დაჰყო,მომავალ სეზონში კი საფეხბურთო კლუბ თბილისში გადავიდა,ერთი წლის შემდეგ კვლავ შეიცვალა კლუბი.ამჯერად მისი ახალი კლუბი ლოკომოტივი თბილისი გახდა.ლოკომოტივიდან კი უცხოეთში,შოტლანდიის საფეხბურთო კლუბ დანდიში გადავიდა.ქართველი ფეხბუღთელის შოტლანდიაში გადასვლამ შოტლანდიაში დიდი აჟიოტაჟი გამიოწვია და ბრიტანეთის მასშტაბით არცთუ გამორჩეული კლუბი,მალევე მოექცა ყურადღების ცენტრში.შოტლანდიურმა გამოცემა კურიერმა ახალგაზრდა ქართველი ლიდს იუნაიტედის მცველ რიო ფერდინანდს შეადარა.შოტლანდიურ კლუბში ზურა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის,გიორგი ნემსაძის რეკომენდაციით მოხვდა,რომელიც აქ თამაშობდა და კაპიტანიც იყო.
დანდიში ჩინებული თამაშის შემდეგ მისით შოტლანდიური გრანდი გლაზგო რეინჯერსი დაინტერესდა.2003 წელს ზურა რეინჯერსში გადავიდა,კარგადაც ათამაშდა,მაგრამ ბოლო დროს მწვრთნელი ალექს მაკლიში ქართველ მცველს აღარ ენდობოდა,ხიზანიშვილიც იძულებული გახდა სხვა კლუბი მოეძებნა.ეს სხვა კლუბი კი ინგლისის პრემიერლიგის კლუბი ბლექბერნ როვერსი იყო.თავიდან ზურამ იჯარით გაატარა ერთი სეზონი ,შემდეგ კი ამ გუნდთან კონტრაქტიც გააფორმა.მწვრთნელმა მარკ ჰიუზმა დიდი ნდობა გამოუცხადა ზურაბ ხიზანიშვილს,პირველი ორი სეზონი რეგულარულადაც ათამაშებდა,მაგრამ აქაც იგივე შემთხვევა მოხდა,რაც თავის დროზე რეინჯერსში-უელსელმა სპეციალისტმა ხიზანა სათადარიგო სკამზე დასვა და იშვიათად აძლევდა თავის გამოჩენის შანსს.2008 წელს ბლექბერნის მწვრთნელი პოლ ინსი გახდა, შემდეგ კისემ ელერდაისი,თუმცა ქართველი ფეხბურთელი მაინც მოკლებულია ჩვეულ სათამაშო პრაქტიკას.2009 წელს ზურა ხიზანიშვილი ინგლისის ერთ–ერთ ტიტულოვან კლუბნიუკასლ იუნაუტედში გადავიდა.2009 წლის მიწურულს კი ბლექბერნიდან ნიუკასლში გადასული ხიზანიშვილი,ამჯერად ჩემპიონშიპის კლუბ რედინგში გადავიდა.

წყარო

No comments:

Post a Comment