ეროვნული ნაკრები


საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორია 1990 წელს იწყება, როცა პირველი მატჩი საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელებმა ლიტვასტან გამართეს, რადგანაც პირველად ლიტვა გამოეხმაურა ქართული მხარის მიწვევას. ეს მატჩი გაიმართა 1990 წლის 27 მაისს ეროვნულ სტადიონზე. ქართველთა შემადგენლობა ასეთი იყო:ბალაძე, კეტაშვილი, ცხადაძე, კუდინოვი, ფირცხალავა, ნადირაძე, ქეცბაია, ზ.რევიშვილი, ო.კორღალიძე, გურული, ფანცულაია; მწვრთნელი გივი ნოდია. მეგობრული შეხვედრა მეგობრულად 2:2 დამთავრდა. ეს იყო დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამართული ერთადერთი მატჩი. შემდეგ საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა გამართა მოლდოვასთან და საკამაოდ წარმატებულიც. 
1992 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას და უეფას წევრი გახდა და საქართველომ მიიღო შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება. პირველი ოფიციალური თამაში იყო ევრო–96–ის შესარჩევ ციკლში,სადაც ქართველმა ფეხბურთელები მოლდოვასთან 1:0 დამარცხდნენ.ეს იყო 1994 წლის სექტემბერში.საქართველო ამ ჯგუფში მე–3 ადგილზე გავიდა, გადაუსწრო მოლდოვას და უელსს, მაგრამ 7 ქულით ჩამორჩა მეორეადგილოსან ბულგარეთს. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 8 თამაშიდან მოიპოვა 3 გამარჯვება, 1 ფრე და ჯგუფში მესამე–მეოთხე ადგილი პოლონეთთან გაიყო, თუმცა მეტი კოეფიციენტების გამო ქართველებზე წინ პოლონელები გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ 1998 წელს საქართველოს ნაკრებს ფიფას რეიტინგში ისტორიაში ყველაზე მაღალი– 42–ე ადგილი ეკავა. 2000 წლის ევროპის ჩმპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 10 თამაშიდან 1 მოგებას და 2 ფრეს მიაღწია და 5 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.

2002 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში კი საქართველოს ნაკრებმა გაიმეორა ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მიღწეული წარმატება და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ კი იწყება ნამდვილი რეგრესის ხანა–ევრო 2004ის შესარჩევში გუნდმა ბოლო ადგილი დაიკავა, თუმცა ამ ციკლში ქართველებმა ისტორიაში ერთ–ერთი ხმაურიანი გამარჯვება იზეიმეს,დაამარცხეს რა რუსეთის ნაკრები ანგარიშით 1–0. შეხვედრის ერთადერთი გოლი მალხაზ ასათიანმა გაიტანა. იგივე შედეგი გაიმეორა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში–ქართველებმა მხოლოდ ყაზახეთს აჯობეს. ევრო–2008–ის შესარჩევში საქართველოს ნაკრებმა ერთ–ერთი ხმაურიანი სენსაცია მოახდინა–2:0 დაამარცხა უძლიერესი შოტლანდიის ნაკრები. გოლები ლევან მჭედლიძემ და დავით სირაძემ გაიტანეს. საქართველომ აქაც წინა შედეგი გაიმეორა და მხოლოდ ფარერების ნაკრებს გადაასწრო. ამავე წელს ამხანაგურ თამაშებსში ქართველებმა დაამარცხეს ურუგვაისა და თურქეთის ნაკრებები.შემდეგი შესარჩევი ციკლი(მსოფლიო 2010) კი ანტირეკორდის ხანა იყო–ქართველებმა ვერცერთი თამაში მოიგეს და ჯგუფში ბიოლო ადგილზე გავიდნენ. ამ დროს ნაკრებს ცნობილი არგენტინელი სპეციალისტი ექტორ რაულ კუპერი წვრთნიდა.

2009 წლის 6 ნოემბერს ნაკრებს სათავეში ცნობილი ქართველი ფეხბურთელი თემურ ქეცბაია ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა ისტორიული შედეგი აჩვენა–2010 წელს თამაში არ წაუგია. ამას მოჰყვა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება–1:0 ხორვატიასთან, სადაც ქართველებმა,ლევან კობიაშვილის მიერ 90–ე წუთზე გატანილი გოლით ჯგუფის ფავორიტი ხორვატია დაამარცხეს. მაგრამ მას შემდეგ ნაკრებში მცირე კრიზისი დაიწყო,რომელიც შედარებით გამოსწორდა 2011 წლის ბოლოს.საბოლოოდ, ქართველებმა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩებ ჯგუფში ბოლოსწინა მეხუთე ადგილი დაიკავეს.

წყარო

No comments:

Post a Comment