Thursday, January 31, 2013
ჯანო ანანიძე
2009 წლიდან ჯანო სპარტაკის ახალგაზრდული გუნდების ღირსებას იცავს. მისი დებიუტი ამ ასაკობრივ ჯგუფში 2009 წლის 14 მარტს შედგა, ზენიტის წინააღმდეგ. იმავე წლის 4 აპრილს, ნალჩიკის სპარტაკთან შეხვედრაში ჯანომ პირველი გოლის გატანაც მოახერხა.
Wednesday, January 30, 2013
შოთა არველაძე
თავდაპირველად არველაძემ სახელი გაითქვა თბილისის დინამოში. არველაძემ დინამოსთან ერთად ხუთჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი და ოთხჯერ საქართველოს თასი. შემდეგ თამაშობდა ტრაპზონსპორში, აიაქსში, გლაზგოს რეინჯერსში და ალკმაარში. „დინამოში", „ტრაბზონსპორსა" და „აიაქსში" არველაძე ერთხელ მაინც გახდა კლუბის საუკეთესო ბომბარდირი. 1995-96 წლების სეზონში ის გახდა თურქეთის უმაღლესი ლიგის ბომბარდირი. არველაძე მეორე არათურქი ფეხბურთელი იყო, ვინც ეს ტიტული მოიპოვა.
შოთა არველაძე მეხუთეა ევროპაში უეფას თასის ყველა დროის ბომბარდირთა შორის.
წყარო
შოთა არველაძე მეხუთეა ევროპაში უეფას თასის ყველა დროის ბომბარდირთა შორის.
გთავაზობთ მის მიერ გატანილ გოლებს ალკმაარის შემადგენლობაში
წყარო
თემურ ქეცბაია
თემურ ქეცბაია (დ.18 მარტი, 1968, გალი) — ქართველი ფეხბურთელი, 1990-იანი წლების საქართველოს ეროვნული ნაკრების წამყვანი მოთამაშე, მისი ამჟამინდელი მწვრთნელი.
საფეხბურთო კარიერა სოხუმის დინამოში დაიწყო. 1987 წელს პერსპექტიული ნახევარმცველი ქართული ფეხბურთის ფლაგმან თბილისის დინამოში გადავიდა. 1992 წელს კვიპროსულ კლუბში (ფამაგუსტას "ანორთოსისი") გადადის, 1994 წელს კი – საბერძნეტში, ათენის "AEK"–ში ირიცხება, რომლის შემდგენლობაშიც საბერძნეთის ჩემპიონი და ფანების კერპი ხდება.
1997 წელს ქეცბაიას წარმატებული თამაში საბერძნეთსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ინგლისური "ნიუკასლის" სელექციონერებისთვის შეუმჩენეველი არ დარჩა და თემური, როგორც თავისუფალი აგენტი, ჩრდილოინგლისური კლუბის წევრი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ფანების ფავორიტი იყო და მისმა გოლმა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა, კლუბი მას იშვიათად იყენებდა, განსაკუთრებით კი რუუდ გულიტის მწვრთნელობის დროს. 2000წელს ქეცბაიას სენტ-ჯეიმსის პარკის დატოვება მოუხდა და ქვედალიგელ "ვულვერჰემპტონთან" £900,000-ად აფორმებს კონტრაქტს, თუმცა აქაც დიდხანს ვერ ჩერდება და 2001 წელს შოტლანდიური "დანდის" წევრი ხდება. 2002 წლის ზაფხულს "ანორთოსისში" ბრუნდება მოთამაშე-მწვრთნელად, რომელიც 2008-2009 წლების სეზონში გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. 2009 წელს ქეცბაია პირეოსის "ოლიმპიაკოსის" მთავარი მწვრთნელი ხდება, თუმცა მხოლოდ 4 თვით.
Subscribe to:
Posts (Atom)